|
|
რეფერენდუმის
31-ე
წლისთავი |
|
1991 წლის 31 მარტს, საბჭოთა
სივრცეში პირველად და საქართველოს რესპუბლიკის
თითქმის მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმი და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 1991...
იხილეთ...
|
|
რჩეულთა
შორის გამორჩეული: ხელოვნებათმცოდნე, უდიდესი მწიგნობარი,
მთარგმნელი, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის ერთ-ერთი
დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი
მოძრაობის საარჩევნო ბლოკის - «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო»-ს
მუდმივი წევრი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ეროვნული
ხელისუფლების კულტურის მინისტრის მოადგილე, 1991-92 წლების სამხედრო
გადატრიალების შემდგომ პოლიტიკური ემიგრანტი იჩქერიასა და საფრანგეთში,
1992 წელს გროზნოში «მრგვალი მაგიდა-კავკასიური სახლი»-ს ერთ-ერთი
დამფუძნებელი, ემიგრაციაში საგანმანათლებლო გამოცემა «აი ია.»-ს
ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიდი კავკასიელი გიორგი მარჯანიშვილი
(04.01.1955-08.10.2023).
სულთა საუფლოში გაემგზავრა
დედამიწაზე მშვენიერების, სიკეთის, სიმართლის, სიქველისა და
ზოგადსაკაცობრიო იდეალების მცველთა მუდმივი მძებნელი, შემკრები
და მათზე მთხრობელი, თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი,
მასზე მზრუნავი და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი დაუღლელი მცველი,
სამშობლოს ერთგულებისთვის დევნილი და დევნილობაშიც უმოწყალოდ
დევნილი და გარიყული, მაგრამ ვერ გატეხილი, ვერ დადუმებული,
ვერ შეჩერებული, უკიდეგანო თავისუფლებით შემოსილი მამულიშვილი.
ერთადერთი ეროვნული ხელისუფლების წევრთაგან, რომელიც მეუღლესთან
ერთად, 1993 წელს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან
საქართველოში დაბრუნებას არ დაეთანხმა და წინ აღუდგა.
არიან ადამიანები, რომლებიც ბედით და ცხოვრების წესით სამშობლოს
საოცრად ჰგვანან, საკუთარი შინაგანი თავისუფლების ხარისხით მუხთალ
დროსა და სივრცეს სტოიკური სიმშვიდით ხვდებიან და უმკლავდებიან,
და განვლილი ცხოვრებით მომავალ თაობებს პატიოსნებისა და თავდადების
ცოცხალ მაგალითს უტოვებენ.
«შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..»
ვაი ცოცხლად სატირალთ! |