მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს, ევროპის
საბჭოს გენერალური მდივანს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს |
გაეროს
გენერალურ მდივანს ბატონ კოფი ანანს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანს ბ-ნ ტერი დევისს
ევროპარლამენტის პრეზიდენტს ბ-ნი ჯოსეფ ბორელ ფონტელესს
მიმართვა
«...არ მიმართონ ომს, არამედ ღიად დაიცავან სამართლიანობაზე
და პატივისცემაზე დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობები და
საერთაშორისო სამართლის დებულებები, რომლებიც ამიერიდან მთავრობებს
შორის ფაქტობრივი ქცევის სახელმძღვანელოდაა აღიარებული...» -
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინამორბედი ორგანიზაციის,
«ერთა ლიგის» დებულებიდან
სრული სიმართლე იმ პოლიტიკურ მოვლენების შესახებ, რაც საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში მოხდა, ფართო საზოგადოებისათვის
მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკოსების მხრიდან სამწუხაროდ ჯიუტად
იმალება. ერთხელაც დამოუკიდებლობის მოძრაობების წყალობით გამოღვიძებული
და კომუნისტური ტოტალიტარიზმისაგან მეტ-ნაკლებად განთავისუფლებული
კავკასიის ქვეყნები, კრემლმა, ე.წ მოსკოვის 1991 წლის აგვისტოს
პუტჩის შემდეგ, შეიარაღებული ძალადობის გამოყენებით თანდათანობით
დსთ-ში დააბრუნა. საბოლოო ჯამში, დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
კავშირი) სხვა არაფერია, თუ არა ყოფილი სსრკ (საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირი) ბალტიის სამი სახელმწიფოს გამოკლებით.
1991 წლიდან, კრემლი კავკასიაში დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტებს
საკუთარი ემისრებით ცვლის, აწარმოებს ომებს, კლავს კავკასიის
სახელმწიფოების ლეგიტიმურ პრეზიდენტებს, ასევე ასობით ათასს
მშვიდობიან მოქალაქეს, საჯაროდ ამახინჯებს ფაქტებს და განაგრძობს
მუქარას. მსოფლიო საზოგადოება, განსაკუთრებით თქვენ, დემოკრატიული
სამყაროს პოლიტიკოსები და დიპლომატები აგრძელებთ დუმილს და რუსეთზე
დიპლომატიური ზეწოლის განსახორციელებლად არ იჩენთ ნებას, თითქოს
ლეგიტიმაცია და სუვერენიტეტი თქვენთვის ცნებებს არ წარმოადგენდეს,
როცა კი საქმე კავკასიის ქვეყნებს ეხება.
ნებისმიერი სახის ტერორს და ძალადობას არავითარი გამართლება
არ აქვს, მაგრამ არანაკლებ მძიმე დანაშაულია ფაქტების დაფარვა
და ამით მათი დამახინჯების დაშვება. სამწუხაროდ, თქვენ, ვინც
დიპლომატიის ძალით უფრო უსაფრთხო სამყაროსთვის იღწვით, ხმას
მხოლოდ მაშინ იღებთ, როცა სისხლის ნიაღვრები მოედინება, როგორც
ეს ეხლა ბესლანშია. თქვენ უგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ თქვენი
დუმილით აღჭურვილ კრემლს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელების
საშუალებას აძლევთ. ვინ, თუ არა თქვენ, საუკეთესოდ ინფორმირებულმა
იცით, რომ კავკასიაში წარმოებული ომები სულაც არ არის რელიგიური
ხასიათისა, რომ მაგალითად ჩეჩნური დილემა სათავეს ეკონომიკური
და პოლიტიკური ინტერესების კონფლიქტიდან იღებს.
ამგვარად, თქვენმა წინამორბედებმა და თქვენ არაფერი გააკეთეთ,
როდესაც კრემლმა, საკუთარი ინსცენირებითა და ხელმძღვანელობით,
1992 წლის 6 იანვარს, საქართველოში, სამხედრო გადატრიალების
გზით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დემოკრატიულად არჩეული ლეგიტიმური
მთავრობა დაამხო და ის კონსტიტუციის უგულვებელყოფით პოლიტბიუროს
პენსიონერ ედუარდ შევარდნაძის სამხედრო საბჭოთი შეცვალა. იმის
ნაცვლად, რომ კრემლზე და პუტჩისტებზე დიპლომატიური ზეწოლა განგეხორციელებინათ
და ამით ლეგიტიმაციის აღდგენისათვის გეზრუნათ, თქვენმა წინამორბედებმა
და თქვენ, აღიარეთ შევარდნაძის ხუნტა, ითანამშრომლეთ მასთან
და მას საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის მმართველობის უზრუნველყოფაში,
დასავლეთ საქართველოს სამჯერ ოკუპაციაში, აფხაზეთის პროვოკაციული
ომის წარმოებაში, მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების
დახვრეტასა და ასობით დაპატიმრებული რეჟიმის მოწინააღმდეგის
მკვლელობის განხორციელებაში დაეხმარეთ.
იგივე სცენარი ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში განმეორდა. ასევე
იქ იქნა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი აბულფას ელჩიბეი დამხობილი.
მორიგი პოლიტბიუროს პენსიონერი და ცენტრალური კომიტეტის ყოფილი
თავმჯდომარე ჰეიდარ ალიევი კრემლისათვის მისი საოკუპაციო პოლიტიკის
გასატარებლად უფრო შესაფერის კანდიდატს წარმოადგენდა, ვიდრე
ჰუმანისტი ელჩიბეი.
თქვენის მხრივ, ისევ დუმილით იქნა მიღებული, 1993 წლის ბოლოს,
ადმირალ ბალტინის ხელმძღვანელობით რუსული არმიისა და შევარდნაძის
პრორუსული კრიმინალური შენაერთების მიერ საქართველოს კანონიერი
პრეზიდენტის დახვრეტა. ასევე არც 1994 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე
ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებული ორი საომარი ლაშქრობა და მისი
ლეგიტიმური პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის მკვლელობა გახდა თქვენი
წინამორბედებისა და თქვენი ხმის გაღებისა და ამოქმედების ღირსი.
რუსეთის სპეცსამსახურის ოპერატიული მუშაობის წყალობით, წელს,
ყატარში, დუდაევის ბედი ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა
ზელიმხან იანდარბიევმა გაიზიარა.
უკვე 10 წლია რუსეთის ჯარები ჩეჩნეთს მიწასთან ასწორებდნენ.
პირველი ომის დაწყებიდან მოყოლებული, მათ 40.000-ზე
მეტი სკოლის მოსწავლე და დაახლოებით 200.000
მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს,
მოკლეს და შემდგომ მათი გვამები წაბილწეს. არც ეს გენოციდი განსაზღვრავს
რუსეთთან თქვენი, დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკოსებისა და დიპლომატების
საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების კლიმატს. ჩეჩნეთის
ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მასხადოვს, როგორც მანამდე პრეზიდენტ
დუდაევს, თქვენ ისევ მეამბოხეთა მეთაურად მოიხსენიებთ, რომ აღარაფერი
ვთქვათ გამსახურდიასთან მიმართებაზე, რომელიც კრემლის სულისკვეთების
მიხედვით დღემდე ფაშისტად და სეპარატისტად გყავთ წარმოდგენილი,
იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს «ფაშისტი» საბჭოთა რეჟიმს
40 წელი პოლიტიკურად ებრძოდა და იგივე გამსახურდიას იდეაა სუვერენული
კავკასიის სახელმწიფოებისა და პატარა ერების ევროკავშირის მოდელის
მიხედვით ერთიან კავკასიურ სახლში გაერთიანება. ოკუპირებულ
ჩეჩნეთში, კრემლმა ორჯერ ჩაატარა არაკონსტიტუციური საპრეზიდენტო
არჩევნები, დანიშნა მარიონეტი პრეზიდენტები და განაგრძობს ქვეყნის
ლეგიტიმური მმართველების იგნორირებას.
გაიღვიძეთ! 7 სექტემბერს მოსკოვში ჩატარებული ანტიტერორისტული
დემონსტრაცია ომის სიმღერებით გაიხსნა. ახლა კრემლი კანონიერი
პრეზიდენტის, მასხადოვის მკვლელობისათვის ჯილდოს აწესებს, ისევ
აუგულვებელყოფს მას, როგორც ჩეჩნეთის ლეგიტიმურ წარმომადგენელსა
და მოლაპარაკების პარტნიორს და პირობას დებს, რომ მას და დამოუკიდებლობისათვის
მებრძოლებს პრევენციის მიზნით თავს დაესხმება.
ის, რასაც კრემლი მთელს კავკასიაში და კონკრეტულად ჩეჩნეთში
აკეთებს, არის კლასიკური რუსული სახელმწიფო ტერორი. ამ კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით მოგვარება მხოლოდ თქვენს ხელშია. იმოქმედეთ
როგორც მცოდნეებმა! სასწრაფოდ გაისარჯეთ ჩაგვრის, უსამართლობისა
და ძალადობის წინააღმდეგ! შეაჩერეთ რუსეთი! შექმენით უფრო მშვიდობიანი
სამყარო! წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ იქნება გვიან,
რადგან კრემლმა არა მხოლოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების
ოჯახის წევრები აიყვანა მძევლად, არამედ ახალი სისხლის კალო
დაანონსა.
შეწყვიტეთ დუმილი!
ხატია ღუდუშაური
პოლიტიკური ემიგრანტი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში,
საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი,
სახვითი ხელოვანი 10.09.2004
გერმანია |
|
|
|
ფოტოზე:
2004 წლის 10 სექტემბრის მიმართვის ფოტოასლი |
ფოტოზე:
ევროპარლამენტის 2004 წლის 15 ოქტომბრის პასუხი |
მიმართვის ორიგინალი
Generalsekretär der UNO Herrn
Kofi Annan
Generalsekretär des Europarats Herrn Terry Davis
Präsident der Europäischen Parlaments Herrn Josep Borell Fontelles
Appell
Nicht zum Krieg schreiten, in aller Öffentlichkeit auf Gerechtigkeit
und Ehre gegründete internationale Beziehungen zu unterhalten
und die Vorschriften des internationalen Rechts, die fürderhin
als Richtschnur für das tatsächliche Verhalten der Regierungen
anerkannt sind, genau zu beachten"- aus der Satzung
des Völkerbundes, der Vorgängerorganisation der UNO
Die volle Wahrheit über die politischen Ereignisse, die
sich nach dem Zerfall der Sowjetunion im Kaukasus zutrugen,
wird vor der Öffentlichkeit seitens der Weltdiplomatie und
der Politiker bedauerlich hartnäckig verschwiegen. Einst
durch Unabhängigkeitsbewegungen erwachte und vom kommunistischen
Totalitarismus mehr oder weniger befreite Kaukasusstaaten
wurden nach dem so genannten Augustputsch in Moskau im Jahr
1991 nach und nach durch die Kreml'sche Waffengewalt zurück
in die GUS geführt. Letztlich ist die GUS nichts anderes
als die vormalige UdSSR abzüglich der drei Baltischen Staaten.
Seit 1991 ersetzt der Kreml im Kaukasus demokratisch gewählte
Präsidenten durch eigene Emissäre, führt Kriege, mordet
legitime Präsidenten von Kaukasusstaaten, sowie hunderttausende
von Zivilisten, verdreht dabei vor der Öffentlichkeit die
Tatsachen und droht weiter. Die Weltöffentlichkeit, vor
allem Sie, Politiker und Diplomaten der demokratischen Welt
schweigen weiter und zeigen keinerlei Wille, diplomatischen
Druck auf Russland auszuüben, so, als ob Legitimität und
Souveränität für Sie keine Begriffe wären, wenn es um Kaukasusstaaten
geht.
Terror und Gewalt jeglicher Art haben keinerlei Rechtfertigung,
aber auch das Verschweigen und damit das Zulassen des Verdrehens
von Tatsachen sind kein minderschweres Verbrechen. Sie,
diejenigen, die sich Kraft der Diplomatie für eine sicherere
Welt einsetzen, erheben Ihre Stimmen leider nur dann, wenn
sich Blutbäder,wie jetzt in Beslan ereignen. Sie ignorieren
die Tatsache, dass Sie mit Ihrem Schweigen es dem gepanzerten
Kreml erst ermöglichen, seine imperialistische Politik fortzusetzen.
Wer, wenn nicht Sie, die bestens Unterrichteten wissen,
dass die Kriege im Kaukasus keineswegs einen religiösen
Charakter tragen, sondern dass zum Beispiel das Tschetschenische
Dilemma in einem wirtschaftlich-politischen Interessenkonflikt
wurzelt.
So taten Ihre Vorgänger und Sie nichts, als in Georgien
am 6. Januar 1992, die durchdemokratische Wahlen gewählte,
legitime Regierung von Präsident SwiadGamsachurdia durch
einen vom Kreml inszenierten und geführten Militärputsch
gestürzt und verfassungswidrig durch den Militärrat des
Politbürorentners Eduard Schewardnadse ersetzt wurde. Anstatt
diplomatischen Druck auf den Kreml und die Putschisten auszuüben
und dadurch für die Wiederherstellung der Legitimität zu
sorgen, erkannten Ihre Vorgänger und Sie Schewardnadses
Junta an, arbeiteten mitihm zusammen und verhalfen ihm,
die Herrschaft des Kremls zu sichern und die dreimalige
Okkupation Westgeorgiens, einen Provokationskrieg in Abchasien,
die Beschießung der zahlreichen friedlichen Protestdemonstrationen
und Tötung von hunderten von verhafteten Regimegegnern auf
georgischem Territorium durchzuführen.
Das Selbe Szenario wiederholte sich kurz danach in Aserbaidschan.
Auch dort wurde der demokratisch gewählte Präsident Abulfas
Elchibei abgesetzt. Der andere Politbürorentner und ehemalige
ZK-Vorsitzende Geidar Alijew war für den Kreml der geeignetere
Kandidat zur Umsetzung seiner besatzerischen Politik als
der Humanist Elchibei.
Weiterhin wurde Ihrerseits mit Schweigen hingenommen, dass
die russische Armee unter der Führung von Admiral Baltin
und Schewardnadse's russlandtreue kriminellen Truppen den
legitimen Präsidenten Georgiens Ende 1993 erschossen. Genauso
wenig war der seit dem Frühjahr 1994 zweimalige Feldzug
gegen Tschetschenien und das Attentat auf dessen legitimen
Präsidenten Dschochar Dudajew für Ihre Vorgänger und Sie
der Rede und Handlung wert. Dank der operativen Arbeit des
russischen Geheimdienstes teilte auch der Übergangspräsident
Tschetscheniens Selimchan Jandarbijev in diesem Jahr in
Katar Dudajews Schicksal.
Russische Truppen machen Tschetschenien schon seit 10 Jahren
immer wieder erdgleich. Seit dem Beginn des ersten Krieges
wurden mehr als 40 000 Schüler und etwa
200 000 Zivilisten verschleppt, vergewaltigt.
gefoltert, getötet und anschließend als Leichen geschändet
worden. Auch dieser Genozid bestimmt für Sie, Diplomaten
und Politiker der demokratischen Welt nicht das Klima der
außenpolitischen Beziehungen mit Russland. Der legitime
Präsident Tschetscheniens, Maschadow, wird von Ihnen weiterhin,
wie einst Präsident Dudajew, als Rebellenführer bezeichnet;
ganz zu schweigen vom Fall Gamsachurdia, der ganz im Sinne
des Kremls immer noch als Faschist und Separatist dargestellt
wird, ohne dass in Betracht gezogen wird, dass dieser ,Faschist"
40 Jahre lang politisch gegen das sowjetische Regime gekämpft
hat und der selbe Gamsachurdia, die Idee der souveränen
Kaukasusstaaten und Kleinvölker nach dem EU-Modell, in einem
Kaukasischen Haus vereinen wollte. Im okkupierten
Tschetschenien veranstaltete der Kreml zweimalig verfassungswidrige
Präsidentschaftswahlen, setzte Marionetten als Präsidenten
ein und ignoriert weiterhin den legitimen Machthaber des
Landes.
Erwachen Sie! Die am 7. September veranstaltete Antiterrordemonstration
in Moskau wurde mit Kriegsliedern eröffnet. Jetzt setzt
der Kreml Kopfgeld auf den rechtmäßigen Präsidenten Maschadow
aus, verweigert weiterhin, ihn als legitimen Vertreter und
Verhandlungspartner Tschetscheniens wahrzunehmen und schwört,
ihn samt Unabhängigkeitskämpfern präventiv anzugreifen.
Dass, was der Kreml im Gesamtkaukasus und insbesondere in
Tschetschenien betreibt ist der klassische russische Staatsterror.
Allein in Ihrer Hand liegt die friedliche Lösung dieses
Konfliktes. Handeln Sie als Wissende! Setzen Sie sich dringend
gegen Unterdrückung, Unrecht und Gewalt ein! Stoppen Sie
Russland! Gestalten Sie eine friedlichere Welt! Ansonsten
wird es noch einmal zu spat sein, da der Kreml nicht nur
die Angehörigen der tschetschenischen Unabhängigkeitskämpfer
als Geiseln genommen, sondern auch ein neues Blutbad angekündigt
hat.
Schweigen Sie nicht!
Khatia Gudushauri
Politische Emigrantin in der BRD,
Mitglied der Unabhängigkeitsbewegung Georgiens,
Bildende Künstlerin
10.09.2004
Deutschland |
|
|
|