1987
წლის 30 აპრილს მერაბ კოსტავას პატიმრობიდან განთავისუფლება
მისმა თანაკლასელებმა თბილისში ლხინით აღნიშნეს. წინამდებარე
3 ვიდეო-ფირი სწორედ ამ ლხინის ამსახველი ვიდეო-ფირიდანაა, რომელიც
მერაბ კოსტავას დაკრძალვის შემდეგ, მის ისტორიულ ეზოში, სადაც
ოთხშაბათობით ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხალხმრავალი
მიტინგები იმართებოდა, მერაბ კოსტავას თანაკლასელმა ბატონმა
ზურაბ შაუთიძემ მეუღლის – ფერიდა შაუთიძის ხელით საჩუქრად გადმომცა,
რისთვისაც წლების შემდეგ, ორივეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვუხდი
უღრმეს მადლობას.
პირველ ფირზე მერაბ კოსტავა წარმოსთქვამს თანაკლასელების სადღეგრძელო-სამადლობელს,
მეორე-მესამეზე კი, მათთან ერთად მღერის «მრავალჟამიერს» და
«სატრფიალოს».
ხატია ღუდუშაური
თანამედროვე
აზერბაიჯანში, ისტორიული ჰერეთის ნაწილ საინგილოში გადარჩენილი
ქართული კულტურის ძეგლების ამსახველი უნიკალური სრულმეტრაჟიანი
დოკუმენტური ფილმი "ზღვარი" 1984 წელს თბილისის ქართული
ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (დირექტორი აკად. ვახტანგ ბერიძე)
დაკვეთით გადაიღო დიდად ნიჭიერმა ადამიანმა, კინორეჟისორმა ნიკო
წულაძემ. მეც, როგორც ხელოვნებათმცოდნეს და ამ მემკვიდრეობის
მცოდნეს, მქონდა მის გადაღებაში მონაწილეობის მიღების პატივი.
გავიდა დრო. ნიკო წულაძე სამწუხაროდ დაიღუპა. თბილისის ომად
"მონათლულ" უბედურებაში დღემდე გაურკვეველმა პირებმა
დაწვეს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტიც და მისი უმდიდრესი
არქივიც. განადგურდა ამ ფილმის ის ასლიც, რომელიც ინსტიტუტს
ეკუთვნოდა. ნგრევის იმ სისხლიან ხანაში თუ მის შემდეგ, დაიწვა
კინოსტუდია "ქართული ფილმიც". ამ ფილმის სხვა ასლების
მონახვა გაჭირდა და დიდხანს ვფიქრობდით, რომ დაკარგული იყო (არ
სჩანს მისი შავი მასალა). მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს ასლი
მოინახა. "ზღვარი" ჯერ-ჯერობით არის საინგილოს ქართული
ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის კინემატოგრაფიულად ყველაზე სრულად
ამსახველი ფილმი. დიდი მადლობა ჰერეთის კულტურულ-საგანმამათლებლო
საზოგადოება "ქურმუხელს" ამ ფილმის მოწოდებისთვის
და პოპულარიზაციისთვის. გიორგი მარჯანიშვილი
ფილმზე მუშაობდნენ:
სცენარის ავტორი და რეჟისორი ნიკო წულაძე, ოპერატორები: ვაჟა
აქიაშვილი, დავით ნადირაშვილი, ხელოვნებათმცოდნე გიორგი მარჯანიშვილი,
არქიტექტორი გურამ ჟვანია, ფოლკლორისტი ანა მიქაძე, არქეოლოგი
გიო გაგოშიძე, რედაქტორი: კიმი ალიაშვილი, მხატვარი: ასმათ ჭიკაიძე
2011 წლის 9 აპრილი
- «აი ია.» 9 აპრილის ძეგლთან
და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
დედა ენის დღე,
2011 წელი - «აი ია.»-ს პრეზენტაცია
აჭარის ხელოვნების მუზეუმსა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის
სახელმწიფო დრამატულ თეატრში.