ალმა-ატის
დეკლარაცია - რომელსაც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი
არ მოაწერა
|
1991
წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში, დაფუძნდა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი (მოდერნიზებული სსრ კავშირი),
აზერბაიჯანის, სასომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის,
ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, მოლდავეთის, უკრაინის რესპუბლიკებისა
და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობით. საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეროვნულმა ხელისუფლებამ
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე
უარი განაცხადეს და ალმა-ატის შეხვედრაზე მხოლოდ დამკვირვებლი
წარგზავნეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ,
1991 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულ ხელისუფლებას დსთ-ს დეკლარაციაზე
ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა, წინააღმდეგ
შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს
ხელისუფლების დამხობით დაემუქრა. ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს,
უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და ქართველმა
პუტჩისტებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს
და ზუსტად 08:00 საათზე ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი
დაიწყეს; 1992 წლის 6 იანვარის დილას საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და საქართველოს კონსტიტუციურმა
ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.
ალმა-ატის დეკლარაცია
დამოუკიდებელი სახელმწიფოები - აზერბაიჯანის რესპუბლიკა,
სომხეთის რესპუბლიკა, ბელორუსის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა,
ყირგიზეთის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია
(რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (რსფსრ),
ტაჯიკეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა და უკრაინა, |
რია ნოვოსტის ფოტო: 1991 წლის 21 დეკემბერი, ალმა-ატაში/ყაზახეთი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დაარსება
|
მიისწრაფვიან
რა დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოების მშენებლობისაკენ,
რომელთა შორის ურთიერთობები განვითარდება ურთიერთაღიარებისა
და ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და სუვერენული თანასწორობის,
თვითგამორკვევის განუყოფელი უფლების, თანასწორობის პრინციპების
და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ძალის გამოყენებაზე და ძალით
მუქარაზე უარის თქმის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების,
ადამიანის უფლებების და თავისუფლების პატივისცემის, ვალდებულებების
და საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების
და ნორმების კეთილსინდისიერად შესრულების პატივისცემის საფუძველზე;;
აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა
და არსებული საზღვრების ურღვევობას;
თვლიან, რომ ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული ურთიერთობების
გაღრმავება, კეთილმეზობლურობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა
პასუხობენ ხალხების ძირითად ინტერესებს და ემსახურებიან მშვიდობასა
და უსაფრთხოებას;
აცნობიერებენ სამოქალაქო მშვიდობაში და შიდაეთნიკური ჰარმონიის
შენარჩუნებაში პირად პასუხისმგებლობას;
თავს ვალდებულად თვლიან ერთგულნი იყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
თანამეგობრობის დაარსების ხელშეკრულების მიზნებისა და პრინციპებისა,
აცხადებენ შემდეგს:
თანამეგობრობის მონაწილეთა ურთიერთქმედება განხორციელდება
თანასწორობის პრინციპის საფუძველზე საკოორდინაციო ინსტიტუტების
მეშვეობით, რომლებიც ჩამოყალიბებული იქნება პარიტეტულ საფუძველზე
და იმოქმედებენ განსაზღვრული წესით, რომელიც იმ თანამეგობრობის
წევრთა შორის შეთანხმებებით განისაზღვრება, რომლებიც არც სახელმწიფოს
წარმოადგენენ და არც სუპრანაციონალურ წარმონაქმნს.
საერთაშორისო სტრატეგიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
შენარჩუნდება სამხედრო-სტრატეგიული ძალების ერთობლივი სარდლობა
და ბირთვული იარაღის ერთიანი კონტროლი; მხარეები პატივს სცემენ
ერთმანეთის მისწრაფებებს მიაღწიონ ბირთვული და (ან) ნეიტრალური
სახელმწიფოს სტატუსს.
დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა მისი ყველა მონაწილის
თანხმობით ღიაა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის,
ასევე სხვა სახელმწიფოებისათვისაც, რომლებიც იზიარებენ თანამეგობრობის
მიზნებსა და პრინციპებს.
აღიარებულია საერთო ეკონომიკური სივრცის, პან-ევროპული და
ევრაზიის ბაზრების შექმნისა და განვითარების საქმეში თანამშრომლობის
ერთგულება.
დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ჩამოყალიბებასთან
ერთად არსებობას წყვეტს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების
კავშირი.
თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები, თავიანთი კონსტიტუციური
პროცედურების შესაბამისად გარანტიას იძლევიან შეასრულონ ის
საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის ხელშეკრულებებიდან და ვალდებულებებიდან
გამომდინარეობენ.
თანამეგობრობის წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ მკაცრად
დაიცვან ამ დეკლარაციის პრინციპები.
ხელისმომწერნი:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ა. მუტალიბოვი
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლ. ტერ-პეტროსიანი
ბელორუსის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ს. შუშკევიჩი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნ. ნაზარბაევი
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ა. აკაევი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი (რუსეთის საბჭოთა ფედერაციული
სოციალისტური რესპუბლიკა (რსფსრ)) ბ. ელცინი
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი მ. სნეგური
ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რ. ნაბიევი
თურქმენეთის პრეზიდენტი ს. ნიაზოვი
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ი. კარიმოვი
უკრაინის პრეზიდენტი ლ. კრავჩუკი
1991 წლის 21 დეკემბერი
|
ალმა-ატის
დეკლარაციას, 1993 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ
თბილისში, საქართველოს რესპუბლიკის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის
რანგში ხელი მოაწერა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის
ყოფილმა პოლიტბიუროს წევრმა და იგივე კავშირის ყოფილმა საგარეო
საქმეთა მინისტრმა, საქართველოს სამხედრო ხუნტის მეთაურმა, ედუარდ
შევადნაძემ, რომელმაც დსთ-ში გაწევრიენების თხოვნით კრემლს 1993
წლის 8 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთიდან
1993 წლის 27 სექტემბერს დაბრუნებული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
იმყოფებოდა, მიმართა. |
|
ალმა-ატის
დეკლარაციას, 1993 წლის 24 სექტემბერს, ქალაქ მოსკოვში, აზერბეიჯანის
რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ხელი
მოაწერა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ყოფილმა
პოლიტბიუროს წევრმა, ჰეიდარ ალიევმა, რომლითაც კრემლმა აზერბაიჯანში
აბულფაზ ელჩიბეის კონსტიტუციური ხელისუფლება ჩაანაცვლა. |
|
|
|