მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ლიბერალიზმის გააზრება რაიმონ არონიდან ჯონ როლსამდე
«ჰაიეკის აზრით, ლიბერალები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ფიქრობენ, რომ სამყარო ჩვენთვის უცნობ კანონებს ემორჩილება; საბოლოო ანგარიშით ლიბერალებისთვის ინდივიდუალურ ინიციატივათა ჯამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მმართველი ელიტის მიერ გააზრებული დაგეგმვა.» (გი სორმანი, «ლიბერალური გადაწყვეტა»).

ტოტალიტარიზმის კრიტიკა გამართლებული იყო, მაგრამ რა უნდა იყოს მის ადგილას? დემარშებით ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ კანტით შთაგონებული ფილოსოფოსები რაიმონ არონი საფრანგეთში და ჯონ როლსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ: ლიბერალიზმი.

რაიმონ არონის დემარში უბრალო დასკვნას ეფუძნება: არსებობს პოლიტიკური ცხოვრების ორგვარად წარმოდგენის შესაძლებლობა. პირველი მონისტურია, მეორე-დუალისტური. მონისტობა კაცობრიობიდან როგორც მთლიანობიდან ამოსვლას ნიშნავს, ესე იგი თქმას იმისა, რომ ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოება საკუთარ თავთან შერიგებული ერთიანი და რეალური კაცობრიობა არის. მონიზმის დადებითი თვისებაა რეალური ადამიანის და რეალური კაცობრიობის დაცვა, მაგრამ მას ტოტალიტარიზმამდე მივყავართ. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ასეთი რეალური კაცობრიობის შექმნას ისე, რომ არ გამოვჩნდეთ არაადამიანებად? აქედანაა ყველა ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიური დიქტატურა. ისინი პრეტენზიას აცხადებენ იმაზე, რომ ადამიანობის, კაცობრიობის ღირებულებებს განასახიერებენ და ყოველგვარ ოპოზიციას უარყოფენ.

ფოტოზე:
ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი რაიმონ არონი (1905-1983)

ფოტოზე:
ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ როლსი (1921-2002)
რაიმონ არონმა გააკრიტიკა მონიზმი პოლიტიკაში. მან მას სხვა გზა - დუალიზმი დაუპირისპირა. დუალისტური გზა, ესაა ამოსვლა არა მთლიანობად წარმოდგენილი კაცობრიობიდან, არამედ აარსებული, რეალური ადამიანიდან მის ინტერესებთან ერთად. ამ ინტერესებს პოლიტიკურ სივრცეში გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეთ, უნდა არსებობდეს მაქსიმალურად თავისუფალი დისკუსისს გარანტია. დუალიზმს არა აქვს პრეტენზია კაცობრიობის ერთიანობის განხორციელებაზე, მისი ღირსება კაცობრიობის თავისუფლების შენარჩუნებაა. მონიზმი პრეტენზიას აცხადებს კაცობრიობის სახელით ლაპარაკზე, დუალიზმი კი კაცობრიობასთან, როგორც ადამიანთან ლაპარაკით კმაყოფილდება.

რაიმონ არონის აზრით, ლიბერალურ საზოგადოებას მის არასრულყოფილებათა მიუხედავად მომავალი აქვს იმიტომ, რომ აზროვნების თავისუფლებას ის არსებობის საშუალებას აძლევს. ჯონ როლსის აზრით, რაციონალურობა ლიბერალიზმის ღირსებაა. შეგვიძლია ისე, როგორც მარქსიზმშია, რეალური კაცობრიობიდან ამოვიდეთ და რეალური კაცობრიობის რეალიზაცია გვინდოდეს. მაგრამ შესაძლებელია ამოსვლა გონებიდანაც. ეს ნიშნავს პრინციპად აღებას იდეისა, რომლის თანახმადაც საზოგადოება არის თამაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. თავიდან ეს აბსტრაქტულად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის წყვეტს წინააღმდეგობებს, რომლებიც საზოგადოებას განუწყვეტლად აღელვებენ. ასე მაგალითად, ეკონომიკისათვის უფრო დინამიური ინდივიდუალური ინიციატივების მომხრე ლიბერალები სიმდიდრის საზოგადოებისთვის უფრო ადამიანური გადანაწილების მომხრე დემოკრატებს უპირისპირდებიან.

ლიბერალები რომ თამაშს თამაშობდნენ, მიხვდებოდნენ, რომ მათი ინტერესია საზოგადოება, რომელიც უთანასწორობათა გამო არ აფეთქდება და მაშ, სიმდიდრეთა გადანაწილებაა საჭიროა. დემოკრატებიც რომ თამაშობდნენ თამაშს, ისინიც მიხვდებოდნენ, რომ საწარმოების და ინიციატივიან მეწარმეთა ყოფნა მათ ინტერესშია, ესე იგი უთანასწორობის წილს დაუშვებდნენ. ყველა რომ თამაშობდეს თამაშს, რაციონალურად ყველა მიხვდებოდა, რომ მიზნის მისაღწევად სხვისთვის ანგარიშის გაწევაა საჭირო. ჯონ როლსის აზრით, თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის ძალაა წესიერი თამაში (ფაირ გეიმ). ამ ლოგიკაში ესაა ერთადერთი ლოგიკა, რომელსაც როგორც ჯუნგლის კანონის ეგოისტური სამყაროს, ისე ეგალიტარული დიქტატურების სამყაროს დაძლევა შეუძლია.

ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen