დამოუკიდებელი
საგანმანათლებლო გამოცემა «აი
ია.» და მისი რედაქცია დაფუძნდა
2011 წლის დასაწყისში გერმანიაში ხატია ღუდუშაურის მიერ გიორგი
მარჯანიშვილის, გამოცემის ტექნიკური დირექტორის - იგორ გეტმანის
და ლუიზა ღუდუშაურის თანადგომით.
გამოცემის ვებ-ვერსია ინტერნეტში პირველად გამოქვეყნდა 2011
წლის 31 მარტს. საქართველოში მისი ბეჭდური ვერსიიის გამოცემისათვის
2011 წლის 14 მარტს დაარსდა შპს «აი
ია.», საიდენტიფიკაციო ნომერი:
404890999, დირექტორი ზურაბ ხუციშვილი. ქ. თბილისში შეიქმნა
ოფისი. გაზეთის პირველი ნომერი გამოიცა 2011 წლის 9 აპრილს,
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავზე.
სულ გამოიცა 6 ბეჭდური ნომერი. «აი
ია.»-ს თბილისის ოფისის საქმიანობა
და შემდგომი ბეჭდური ნომრების გამოცემა შეაფერხა მიხეილ სააკაშვილის
რეჟიმის მიერ გამოცემის წინააღმდეგ განხორციელებულმა პოლიტიკურმა
წნეხმა, რასაც მოჰყვა თბილისში ოფისის დახურვა და გამოცემის დირექტორის,
ზურაბ ხუციშვილის უკანონო დაპატიმრება. მას შემდეგ არსებობს გამოცემის
მხოლოდ ვებ-ვერსია.
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო გამოცემა «აი
ია.» ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ
დამფუძნებელების სახსრებით და პრინციპულად არ იღებდა და არ იღებს
დაფინანსებას საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის მოქმედი ან
ყოფილი მთავრობებისაგან, საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედი
პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსებისაგან ან ლობისტური ორგანიზაციებისაგან.
|
|
რეფერენდუმის
31-ე
წლისთავი |
 |
1991 წლის 31 მარტს, საბჭოთა
სივრცეში პირველად და საქართველოს რესპუბლიკის
თითქმის მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმი და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 1991...
იხილეთ...
|
|