მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ფრანს დე ვაალი: ემპათიის ბუნება
ბიბლიოფილებისათვის და არა მარტო მათთვის: მიუნხენის გამომცემლობა Karl Hanser Verlag-მა გამოსცა ჰოლანდიელი ზოოლოგისა და ქცევითი ბიოლოგის ფრანს დე ვაალის წიგნი "ემპათიის პრინციპი". ქცევითი ბიოლოგიის ეს წამყვანი მეცნიერი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, არის Emory University-ის პროფესორი. ქცევითი ბიოლოგიის ამოსავალ დებულებას წარმოადგენს თეზისი იმის შესახებ, რომ ცხოველების და ადამიანების ქცევის ხერხები ევოლუციის ერთსა და იმავე კანონებს ექვემდებარება. ფრანს დე ვაალის გამოკვლევის ძირითადი თემაა კულტურული და მორალური განვითარება ცხოველთა და ადამიანთა საზოგადოებებში.

ფოტოზე: ნიდერლანდელი ზოოლოგი და ეთნოლოგი ფრანს დე ვაალი (* 1948)

მკვლელებად არ ჩნდებიან

ფრანს დე ვაალის აზრით, მიუხედავად მკვლელობათა და უთანხმოებათა ათასწლოვანი ისტორიისა, ადამიანი ნაწილობრივ საკმარისად მშვიდობიანი და პოზიტიური არსებაა. უბრალოდ, ჩვენ უარყოფით ადამიანურ გამოვლინებებზე ყურადღების კონცენტრაციას მივეჩვიეთ და ეს ადამიანის ცალმხრივი სახე, ჩვენს მეხსიერებაში როგორც რეალური, ისე რჩება. თავის მსგავსთა ხოცვას, მეცნიერი, როგორც ემპათიის
*, თანაგრძნობის ნაკლებობას არ განიხილავს. ის ამტკიცებს, რომ შემთხვევით და უნებურ მკვლელობათა გარდა, მკვლელობის ყველა სხვა შემთხვევას ყოველთვის აქვს მიზეზი, რომელსაც მკვლელი თავისი საქციელის გამართლებად სთვლის - მოწინააღმდეგის მოშორება ან ფულის ხელში ჩაგდება. უმრავლეს შემთხვევაში, ჯერ გააფთრდებიან ხოლმე, მერე კი ჰკლავენ.

გააფთრება-გამხეცება უფრო ძლიერია ემპათია-
თანაგრძნობაზე? მეცნიერის აზრით, ადამიანი თავის თავში ემპათია-თანაგრძნობას ვერ ამოძირკვავს, მას ამ გრძნობის მხოლოდ დათრგუნვა შეუძლია. ყურადსაღებია, რომ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი ნების წინააღმდეგ ხელში იარაღს მიაჩეჩებენ და მოკვლას დაავალებენ ხოლმე, სერიოზული პრობლემები უჩნდებათ. მათი ნახევარი ომიდან სერიოზული ფსიქიური გადახრებით ბრუნდება. მკვლელობა ადამიანის ბუნებას არ შეესაბამება.

დე ვაალს თავის წიგნში განსაცვიფრებელი სტატისტიკა მოჰყავს: მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელ ჯარისკაცთა 80 პროცენტს მოწინააღმდეგისთვის სროლა არ შეეძლო; ისინი ჰაერში ისროდნენ. თავისი ჯარისკაცების მკვლელებად გადასაქცევად, გერმანელთა სარდლობასაც დიდი შრომა დასჭირდა. ვიეტნამის ომის დროს, ამერიკელებს ერთი მოწინააღმდეგის მოსაკლავად, საშუალოდ 5000 ტყვია სჭირდებოდათ. მრავალი ჰაერში ისროდა ან შეგნებულად აცდენდა.

ომი ძალიან არაეფექტური რამეა. ბრძოლის ველზე ხომ ყოველთვის იქმნება ერთი ჯარის რიგითი ჯარისკაცის მიერ სხვა ჯარის მისდარ უნებურ მეომართან დაპირისპირება. ომის ვეტერანებს ფსიქოლოგიური ტრავმები სტანჯავთ, მათ პროფესიული დახმარება და თანადგომა სჭირდებათ.

თანამშრომლობა თუ კონკურენცია

ფრანს დე ვაალი აკრიტიკებს ეკონომისტების საყვარელ დებულებას, რომლის თანახმადაც, საზოგადოება ინდივიდთა კონკურენტულ ბრძოლას ეფუძნება. ის ამტკიცებს, რომ ამ წარმოდგენას როგორც საზოგადოებასთან, ისე ბუნებასთან მიმართებაში არანაირი მეცნიერული საფუძველი არ აქვს. ის აღნიშნავს, რომ ამ ყალბ "ბუნების კანონს" იმოწმებენ სწორედ ისინი, ვისაც ევოლუციის თეორიისა საერთოდ არ სჯერა.

მეცნიერ-ბიოლოგი ამავე დროს აღნიშნავს, რომ მეორე უკიდურესობაში გადავარდნა და სოციუმის იდეალიზაცია არ ღირს იმის გამო, რომ ადამიანს შეჯიბრებაში ჩართვა, პატივმოყვარეობა ან სიხარბე ახასიათებს. აუცილებელია ადამიანის ამ თვისებათა განხილვა თანამშრომლობასთან, ემპათია-თანაგრძნობასთან მიმართებაში. დიახ, განსაკუთრებულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტებში, ადამიანს მოკლე დროით საკუთარ თავში სხვისადმი თანაგრძნობის დათრგუნვა შეუძლია. როგორც მაშინ, როცა კარგი მეგობრები კონკურენტები ხდებიან და ერთი და იგივე სამუშაო ადგილის მიღება სურთ. თავისი ბუნებით, ადამიანებს მუდამ უმაღლესი ემპატია-თანაგრძნობის მდგომარეობაში ყოფნა არ ძალუძთ. ამ უკანასკნელის რეგულაცია, ვითარების და ადამიანის ირგვლივ სოციალური კავშირების ხარისხის შესაბამისად ხდება.

დე ვაალის მტკიცებით, მაიმუნების ჯოგში ბატონობს არა ძლიერის უფლება, არამედ "სოციალური" საბაზრო ეკონომიკა. ჯოგში ყოველთვის არიან ისეთები, რომლებიც საკვების დიდი რაოდენობით შოვნის შემდეგ, მას დანარჩენებს უნაწილებენ. და შესანიშნავია ის, რომ ასეთი გულუხვობით სწორედ ჯოგის ბელადები გამოირჩევიან. თუმცა ბელადის ქცევაში არის გარკვეული ანგარება: ბელადად გახდომა მხოლოდ ჯოგში პოპულარულ მაიმუნს შეუძლია.

ადამიანთა საზოგადოებაში ეკონომიკური ლიდერების ქცევა კი უფრო სიხარბით გამოირჩევა. კონკურენცია თავისთავად კარგი რამეაო, ამბობს დე ვაალი. თუ უფრო მონდომებით შრომობთ, მეტსაც შოულობთ და ეს ნორმალურია. მაგრამ ამასთან, თუ კი მე წარმატებული ვარ და თქვენ კი ლუკმაპურის გარეშე "ქუჩაში ზიხართ", ამის გამო თქვენს წინაშე პასუხისმგებელი ვარ. ამიტომაა აქტუალური სოციალური საზოგადოების და საბაზრო ეკონომიკის ჰარმონიული თანაფარდობის ძიება.

დღეს საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული დევიზი: "თუ კი მე წარმატებული ვარ და შენ არა, ეს შენი პრობლემაა". დე ვაალის აზრით, მართალია, რომ ევროპაში ამ თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა. აქ ბატონობს რწმენა, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეთა გარკვეული ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას უნდა კისრულობდეს. მეორეს მხრივ, ევროპაში საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მუდამ აქვს მათი ვალი და ისინი სახელმწიფოსაგან მუდამ რაღაცას ელიან ისე, რომ თვითონ არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობენ. ეს უნაყოფო პოზიციაა.

დე ვაალი ასევე არ სთვლის, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად თანამგრძნობნი არიან. ის თვლის, რომ მამაკაცები თანაგრძნობა-ემპათიის უნარს ქალებზე უფრო მოხერხებულად ფლობენ. ერთის მხრივ, მამაკაცები, როგორც საკუთარი ნებით, ისე სოციუმის მიერ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გამო, კონკურენტულ ბრძოლაში უფრო ხშირად ერთვებიან. მაგრამ ამასთან, მამაკაცური მეგობრობა ემპატია-თანაგრძნობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე მდედრობითი სქესისა. ესე იგი მამაკაცებში გრძნობათა გამოვლენის დიაპაზონი ბევრად უფრო ფართოა - უმაღლესი თანაგრძნობიდან უმაღლეს კონკურენტულობამდე. 

ემპათიის ჯგუფური პარადოქსები

ფუნდამენტალისტები და ნაციონალისტები თავისი ჯგუფების შიგნით თანაგრძნობის მაღალ ხარისხს ავლენენ, მაშინ, როდესაც სხვა ჯგუფების წევრებს გაცილებით ნაკლებად უთანაგრძნობენ ან უბრალოდ მათ ვერ იტანენ, სძულთ ისინი. ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს "საკუთარი ჯგუფის მიკუთვნებულობის (უპირატესობის მინიჭების) ფავორიტიზაციას" უწოდებენ.

დე ვაალის ახსნით, საქმე იმაშია, რომ კაცობრიობა ათასწლეულობის განმავლობაში, ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებულ ჩაკეტილ საზოგადოებებად ცხოვრობდა. ამიტომ, საკუთარი ჯგუფის გარეთ მყოფებისადმი თანაგრძნობა, უახლესი ისტორიის ნიშანია და თანამედროვე ადამიანისათვის სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ იძულებული ვართ ვითანამშრომლოთ იმათთან, ვისაც თითქმის არ ვიცნობთ და პარტნიორებს ვირჩევთ იმის შესაბამისად, თუ რამდენად შეგვიძლია უცნობში მეგობარის დანახვა.

სვეტლანა ლინსი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

*ემპათია - ესაა თანაგრძნობის, სხვა ადამიანის გრძნობების და განცდების საკუთარი გრძნობების და განცდების მსგავსად განცდის, შეგრძნების უნარი.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage