მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» მონაწილეთა დეკლარაცია

1992 წლის 4-5 სექტემბერი
გროზნო
ჩეჩნეთის რესპუბლიკა

განვიხილეთ რა კავკასიელ ხალხთა პრობლემები, გავითვალისწინეთ მშვიდობისაკენ მათი საერთო მისწრაფება, თანხმობა და დამოუკიდებლობა, ვაცნობიერებთ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნის გზაზე კავკასიის ხალხთა და სახელმწიფოთა ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას, ვეყრდნობით დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» მონაწილენი ვაცხადებთ:

1. კავკასიის ხალხთა კონსოლიდაციისათვის მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» მოწვევას, ვაღიარებთ დროულ და მნიშვნელოვან ნაბიჯად.

2. კავკასიის ხალხთა და სახელმწიფოთა კონფედერაციის დაფუძნებას აუცილებელად.

3. ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებების, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, დაცვას ადამიანის ძირითადი უფლების და თავისუფლების პრინციპებისა.

4. კავკასიის ხალხების, საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველთა მხარდაჭერას.

5. სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, ლტოლვას, ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტისაკენ.

6. კავკასიის კოლექტიური უსაფრთხოების საერთო სისტემის შექმნის აუცილებელობას.

7. აუცილებლობას ყველა არაკავკასიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კავკასიის ტერიტორიიდან გაყვანისა.

8. «კავკასიური სახლის» ფარგლებში კავკასიელ ხალხთა უმაღლესი რელიგიური საბჭოს დაფუძნებას.

9. საკონსულტაციო საბჭოს, მისი მუდმივმოქმედი ბიუროს და კავკასიის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის დაფუძნებას.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."