მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
პროფესორ თომას შტოლნერის ღია წერილი საყდრისის პრეისტორიული კულტურული ძეგლის დამცველ საორგანიზაციო კომიტეტს

7 მაისი, 2014 წელი
«გადავარჩინოთ საყდრისი»-ს ორგანიზაციის კომიტეტს


პატივცემულო გადარჩენის კომიტეტის წევრებო,

დემოკრატია ეფუძნება ნდობას, სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს და იმ ადამიანთა მონაწილეობას, რომელთაც შესაძლებლობა არ გააჩნიათ, საკუთარ მოთხოვნილებებს ფულით მიაღწიონ. სამართლიანი საზოგადოების მიღწევის გზა, ყოველთვის იოლი არაა. ის, რომ საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო საზოგადოებრივ პროტესტს და მისი ხელყოფა წინააღმდეგობას იწვევს, ქართული არქეოლოგიის და თქვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დიდი საათია! თქვენი ადგილზე საქმიანობის უდიდესი პატივისცემა მაქვს! ეს გაბედული ბრძოლაა!

ნება მიბოძეთ ჩემი პოზიციის ფორმულირება გავაკეთო: მე და ჩემს ჯგუფს გვსურს წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა გადარჩეს და მისი კულტურული თვითმყოფადობა არ დაზიანდეს. საყდრისი თქვენი ქვეყნის ძეგლია და მას უფრო შორს მიმავალი მნიშვნელობა აქვს. მჯერა, რომ მოცემულ მომენტში არამარტო ის უნდა იქნას მიღწეული, რომ თავად ძეგლი გადარჩეს, არამედ მასთან დაკავშირებული ისტორიაც. ეს თქვენი ისტორიაა, რომლის წართმევაც არ უნდა დაუშვათ. ამიტომ საჭიროა, რომ აღიარებულ იქნას ის სამეცნიერო დასკვნები, რომლებსაც ჩვენ ათწლიანი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, და ეს მათ მიერაც კი, ვინც ეკონომიკურ ინტერესებს წინ სწევს.

საზოგადოებამ ცალკეულ შემთხვევაში, ასევე საყდრისის შემთხვევაში, უნდა ასწონოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკურ ინტერესებს ენიჭება თუ საზოგადოებრივს. მხოლოდ მაშინ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლებელი, ძეგლი გაიწირება თუ არა.
 

ფოტოზე: ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ისტორიული მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი, არქეოლოგიური მეცნიერებების ინსტიტუტის წინაისტორიისა და ადრეული ისტორიის კათედრის გამგე, გერმანიის სამთო მოპოვების მუზეუმის აღმასრულებელი საბჭო წევრი, კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, სამთო არქეოლოგიის სფეროს ხელმძღვანელი, საყდრისის პრეისტორიული უძველესი ოქროს მაღაროს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი დოქტორი თომას შტოლნერი
მე წინანდებურად მზად ვარ წვლილი შევიტანო საყდრისის საკითხის გარშემო სამეცნიერო გარკვევაში, მაგრამ ასევე მზად ვარ, ვიზრუნო ინტერესების დასაბალანსებლად. ის, რომ კომისიაში სამუშაოდ მოწვეული არ ვიყავი, ჩემი აზრით, ლოგიკურია, კომისია ხომ დამოუკიდებელი უნდა იყოს. მაგრამ ის ასევე დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისი შედეგები სრული სახით დამოუკიდებელ პრესას უნდა წარედგინოს. ფირმა RGM Gold-ს მათი მოწვევის საპასუხოდ მივწერე, რომ მზად ვარ ნებისმიერი მონიტორინგის ორგანიზებისათვის, რომელიც ამ ადგილის არამატერიალური და მატერიალური მემკვიდრეობის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. ამას აქ საჯაროდ ვიმეორებ!

მაგრამ ფირმა RGM Gold-ს ასევე ვთხოვ, ჩვენი სამეცნიერო შედეგების აღიარებისათვის ღია და სამართლიანი დისკუსია უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომლობისათვის ხელები მაქვს შეკრული და ამას სამართლიანი და თავისუფალი მეცნიერების კონტექსტით ვერ გავამართლებ.

როგორც ვთქვი, ნდობა არა მარტო უკეთესი საზოგადოების საფუძველია, არამედ ის ასევე ყოველი საზოგადოების ბედნიერი თანაცხოვრების საყრდენია.

გთხოვთ, ეს შეგნებულად გერმანულად დაწერილი სტრიქონები ქართულად თარგმნოთ და ორივე ვერსია გაასაჯაროოთ, რომ მისი ნამდვილობის შეამოწმება ყველამ შესძლოს.
ურთიერთგაგების ხიდების აშენება იქნებ ძალიან გვიანი არაა!

ჩემი საუკეთესო სურვილებით,
პატივისცემით

თომას შტოლნერი
ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი, ბოხუმის გერმანული სამთო მუზეუმი

Herzlichen Dank und Didi Madloba!
Sakdrisis Gaumajos!
(პროფ. შტოლნერის მინაწერი წერილის გასაჯაროვების თხოვნაზე)

გადაარჩინეთ საყდრისის პრეისტორიული კულტურული ძეგლი თქვენი ხელმოწერით:
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen