მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ნინო კეკელია: სანამ მზე ჩავა

კაკლის ხის გვერდით მზის გულზე წამოწოლილმა მეგიმ ცალი თვალი გაახილა და მზეს აჰხედა. გამარჯობა პატარავ! - მიესალმა მზე. მეგიმ მეორე თვალიც გაახილა, ოდნავ წამოიწია და მზეს შესცინა. როდის ჩამოხვედი სოფელში, უკვე დაგეწყო არდადეგები? ჰო, უკვე ერთი კვირაა. რომელ კურსზე ხარ ახლა? - დააყარა მზემ შეკითხვები. მეხუთეზე გადავედი. თვალსა და ხელს შუა გაზრდილხარ - გაეხარდა მზეს. თავის გაფრთხილება რატომ არ ისწავლე? რამეს ვაშავებ? - შეშფოთებით შეხედა მეგიმ მზეს. აბა რა! ხომ იცი, მზეში დიდხანს ყოფნა არ შეიძლება. ჯერ ხომ 11 საათიც არ არის? ჰო, მაგრამ შუა ზაფხულია. მეგი წამოდგა, პირსახოცის ზეწარი აიღო და ჩრდილში გადაინაცვლა. კაკლის ფოთლებს შორის მოჭიატე მზის სხივი შუბლზე შეეხო. რატომ გახდი მზეო ჩვენთვის ასე საშიში? ეგ ადამიანებს ჰკითხე - მე არ შევცვლილვარ, გარემო შეიცვალა, ნორმაზე მეტი გამოსხივება მოდის თქვენამდე. ჰო, ვიცი – ჩაილაპარაკა მეგიმ, ტექნიკის უკონტროლო განვითარებამ გამოიწვია. როგორ ფიქრობ - შეეკითხა მზე, ტექნიკა არ უნდა განვითარებულიყო? გარემოს გაბინძურების ხარჯზე არა. მზეს გაეღიმა და ჩაფიქრდა, მერე კი მოიღუშა. თქვე კაი ხალხო, კოსმოსში გაფრენა მოახერხეთ და გარემოს დაცვა გაგიჭირდათ? რას მიაცივდით ატომურ ელსადგურებს, ქარის, მზის და წყლის ენერგია დაილია? მიწისძვრებისაგან დაცული ხართ? ჯერ დედამიწაზე მოგეგვარებინათ საქმე და ცაზე მერე გეფიქრათ. ან ეს რას ჰგავს ტერორისტებს რომ ბომბებით დასდევთ? თუმცა შენ რას გერჩი, შეიცვალა მკაცრი ტონი მზემ, თქვენ დიდი მსხვერპლი გაიღეთ, ახლა სჯობს თავის გადარჩენაზე იფიქროთ. მზე ღრუბლებში შეცურდა და გაუჩინარდა. მეგი კი ჩრდილის საფარიდან გამოვიდა და ღრუბლებს აჰხედა. ღრუბლები ერთმანეთში გორვით გადადიოდნენ და მზის შუქზე თოვლივით ქათქათებდნენ. მეგი ცას კარგა ხანს შესცქეროდა და მზის გამოჩენას ელოდა. მაგრამ მზე არ ჩანდა. ჩრდილში შებრუნდა, ზეწარზე დაჯდა და მუხლებზე იდაყვდაყრდნობილმა, თავი ხელებს შორის მოიქცია. თავის გადარჩენაზე როგორ ვიფიქროთ, როცა ხელისუფლების სათავეში ხან რუსეთის მონაა და ხან ამერიკის. ორივე ქვეყნის დაღუპვას ცდილობს და არა გადარჩენას. მეგიმ გონება დაძაბა და შეეცადა წარმოედგინა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. თუ კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს გადაურჩა, ბოროტებით და არაკანონიერი გზებით ნაშოვნი კაპიტალი, მაინც დაღუპავს მას. უბრალო და პატიოსან ადამიანებს დიდი განსაცდელი ელით. როგორ უნდა გადარჩნენ უსახსრობით გაჭირვებულები? უბრალო ადამიანები ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა გადაარჩინოს – შეეხმიანა მზე, რომელიც ეს-ეს იყო ღრუბლებიდან გამოსულიყო. ცხადია, გულში დაეთანხმა მეგი, მაგრამ ეროვნული ხელისუფლება არ სჩანს, დრო კი არ ითმენს. ნეტა მართლა ვერ ხვდებიან ამას, რომ ნოვატორობენ და ამ საკითხზე კრინტს არ ძრავენ? მეგიმ საკუთარ ფიქრებში დაიწყო ტრიალი. მზე სამხრეთით გადაიწია. არ მოგშივდა? - შეახსენა მზემ თავი. არა, კარგად ვისაუზმე. მეგიმ თვალი გაუსწორა მზეს და... არ უკითხავს, გულში გაიფიქრა, რატომ გულისხმობენ მზეში მდედრობით სქესს?

მზე მიუხვდა, გადაიკისკისა და წრე შემოხაზა. შენ რომელს სქესს გულისხმობ ჩემში? - ჰკითხა. მდედრობითს - შეცბუნდა მეგი. რატომ? ყველა ნახატში ქალის სახით ხარ წარმოდგენილი. მხოლოდ ამიტომ? - გული დასწყდა მზეს. არა – მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მეგიმ, შენ თბილი ხარ და სიცოცხლის მომნიჭებელი. აი, ეს კომპლიმენტი მომწონს! – დამარცვლით წარმოთქვა მზემ და გაუღიმა, თვალები მოჭუტა და გრძელი წამწამებიდან წამოსული თვალისმომჭრელი სხივები, კაკლის ფოთლებს შორის პატარ-პატარა ულუფებად გაუნაწილა ჩრდილქვეშ წამოწოლილ მეგის. ძალიან ჩამოცხა. ჭრიჭინობელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფრთების ხახუნში და იქაურობას აყრუებდნენ. ნეტავი თქვენ ჭრიჭინებო – შენატრა მეგიმ. სამსახურზე ფიქრი თქვენ არ გჭირდებათ და შემოსავალზე, აგერ დედაჩემი მეორე წელია საბერძნეთში მუშაობს და აღებული ვალები ჯერ ვერ გაუსტუმრებია. მეგი გულაღმა წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. წინა დღით წაკითხულ წიგნზე დაიწყო ფიქრი, აპოლკალიფსის შესახებ. თუ გაველურების და გადაგვარების პროცესს ხელი არავინ შუეშალა, აპოკალიფსი ადრე თუ გვიან უთუოდ დადგება. ეკლესია კი პასიურად ელოდება ამ დღეს. განა იგი თვით ეკლესიის არსებობასაც არ ეხება? მოსალოდნელ კატაკლიზმებს ჭიანჭველაც ვერ გაუძლებს. მეგი პირქვე შებრუნდა და თავი ბალახში ჩარგო. თვალები მილულა. ბალახებში მზის სხივი ათამაშდა. მორწმუნე ხარ? - შეეკითხა მზე. მეგიმ თვალები გაახილა და ჩაფიქრდა. ნახევრად - უპასუხა დუმილის შემდეგ. როგორ ნახევრად? - გაუკვირდა მზეს. ან უნდა გწამდეს, ან არა. შინაარსი, აი ის 10 მცნება მწამს, ფორმალურ მხარეს სკეპტიკურად ვუყურებ. რატომ? მზემ თვალები მოჭუტა. არსებითად თვლიან და მთელი ყურადღება მხოლოდ ამაზეა გამახვილებული, რაც ინერტულს ხდის ადამიანებს. აი, თურმე შენ როგორ უყურებ ამ სკითხს – გადაიკისკისა მზემ და წრე ისევ შემოხაზა. ხომ ვერ დამიკონკრეტებ? მეგი ჩაფიქრდა. ღვთის და ქვეყნის სამსახური მე მგონი ერთი და იგივეა. თუ სამშობლო, ე.ი. ქვეყანა არ გაქვს, ღმერთის კი არა, საკუთარი თავის სამსახური მოგიწევს. ხოლო თუ იმ 10 მცნებას უგულვებელყოფ, სხვა მეთოდებით სრულყოფილ ქვეყანას ვერ ააშენებ. მზემ კვლად გადაიკისკისა, ე.ი. შენ რისი თქმა გინდა? თუ ეკლესიამ ქვეყანას არ მოუარა, გამოვა იგი ღმერთს კი არა მხოლოდ ეკლესიას ემსახურება? რა თქმა უნდა - დაეთანხმა მზე. ქვეყანა მარტო ტყე და ველი ხომ არ არის, მასში ადამიანები მოძრაობენ და ადამიანი კი ხატია ღვთისა. მეგი ჩაფიქრდა. ეს ხშირად მსმენია, მაგრამ ღვთაების სახეში მხოლოდ მამაკაცი მინახავს, ქალი არა. «ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია» - შეახსენა მზემ. მეგიმ მზეს აჰხედა. მან თვალი ჩაუკრა. შენ რას გააკეთებდი პირველ რიგში ხელისუფალი რომ იყო? - ჰკითხა მზემ და გაუცინა, გრძელი წამწამები ააფახუნა. ეროვნულ საზოგადოებას შევქმნიდი, სადაც სქესისა და ასაკის განურჩევლად პოლიტიკური ცოდნის დონის ასამაღლებლად საღი გონების ადამიანებს გავაერთიანებდი, რათა შინაურ და გარეულ მტერს უბრალო ადამიანები შეცდომაში ვერ შეეყვანა. როგორ აპირებ მათ შენახვას, როგორ გინდა დამშეული ხალხი დააპურო და განკურნო? რომ არავინ დაგაფინანსოთ? - არ ეშვებოდა მზე მეგის. როგორ გინდა სოფლის მეურნეობა ააღორძინო, როცა ნორმალური აღარც დარია და აღარც ავდარი. მეგი ჩაფიქრდა. მსხვილფეხა პირუტყვს მოვამრავლებ – ბალახი ხომ უხვად მექნება. ფუტკარს მოვაშენებ, ხელოვნურად მოვიყვან სოკოს – თავდაჯერებულად გაეპასუხა მეგი. მეფრინველეობის განვითარებას არ აპირებ? - ჰკითხა მზემ და თვალები მოჭუტა. ჯერ არა, რომ მოვღონიერდები შემდეგ. რატომ? - მზემ სმენა დაძაბა. სანამ ქათამი დასაკლავი გახდება, იმდენ მარცვალს შეჭამს, ერთ ადამიანს შეიძლება თვემდე ეყოს, როცა თვითონ ქათამი 2-3 დღე თუ გამოკვებავს. ჰა, ჰა, ჰა, ჰა – გადაიკისკისა მზემ და რამდენიმე წრე შემოხაზა, უკვე გაანგარიშებული გქონდა არა? ჰო – გაეღიმა მაგის. მერე? სრულფასოვანი ცილები რომ სჭირდება ორგანიზმს, იმას მარცვლეულით რომ ვერ მიაწვდი? - სიცილს ვეღარ იოკებდა მზე. სრულფასოვან ცილებს ბალახის მჭამელ ცხოველიდან მივაწვდი – არ დაიბნა მეგი. ძალიან კარგი – სერიოზული სახე მიიღო მზემ, ე.ი. პირუტყვს მცენარეული საკვებიდან სრულფასოვანი ცილების შექმნა შეუძლია, რატომ მეტყველს არ შეუძლია იგივე? - ჰკითხა მზემ და თვალები კვლავ ეშმაკურად მოჭუტა. მეგი ჩაფიქრდა. ადამიანში ბევრი სასიცოცხლო პროცესი გადაგვარდა და დაქვეითდა – დაიწყო მან ორჭოფულად. რატომ? მიზეზი? - კვლავ ჩაეძია მზე. განვითარების საკუთარი გზა აირჩია და ბუნებას დაშორდა, თავისი თავიც შეცვალა და ბუნებაც. უკეთესისკენ? - აღარ ელეოდა მზეს შეკითხვები. არა. იყო შესაძლებელი უარყოფითის თავიდან აცილება? რა თქმა უნდა. როგორ? პირველ რიგში ჯერ ადამიანი უნდა განვითარებულიყო სულიერად, ინტელექტუალურად და მერე გონებრივად. მზემ კაკლის ხეს გადაუარა და მცხუნვარე სხივები მეგის თავზე დაახვია. მეგი წამოდგა და კაკლის ჩრდილში გადაინაცვლა, თვალები კვლავ მილულა. მეგი! - მოესმა უცებ. მეგი შეკრთა და თვალი გაახილა. თავზე თავისი და თამრიკო წამოსდგომოდა. არ მოგწყინდა აქ ყოფნა? ძალიან დაცხა, სახლში შემოდი. არა თამრო, კი ცხელა, მაგრამ ნიავიც სასიამოვნოდ აგრილებს, სანამ მზე ჩავა, აქ მინდა ვიყო. მე მგონი სჯობდა მდინარეზე საბანაოდ წავსულიყავით. ხვალ წავიდეთ, დღეს აქ მინდა ვიყო და მზეს ვესაუბრო. რა? - გაუკვირდა თამროს, ეეე! შენ ოცნებებში ყოფილხარ! კარგი, მე ხელს არ შეგიშლი – თქვა თამრომ და სახლისკენ გაბრუნდა. მეგიმ თვალები კვლავ დახუჭა და ფიქრებში წავიდა. მის სახეზე მზის სხივები აციმციმდა. ხომ არ შევისვენოთ? დაიღალე? - ჰკითხა მზემ. არა, ფიქრები არ მღლის. შენ თქვი, რომ ადამიანში სასიცოცხლო პროცესები გადაგვარდაო – შეახსენა მზემ, როგორ ფიქრობ, საიდან უნდა დაწყებულიყო იგი? ალბათ იქიდან, როცა ადამიანმა ცეცხლის გამოყენება ისწავლა და საკვების შეწვა-მოხარშვა დაიწყო. მერე? - ჩაეძია მზე. შეწვის და მოხარშვის დროს, ორგანული ნაერთები იშლება და მინერალურში გადადის. ანუ რთული ნაერთები მარტივში გადადის არა? მაგრამ ორგანიზმმა მარტივი ნაერთები ხომ უნდა შეითვისოს? არ ეშვებოდა მზე, რომ მეგის ფიქრების ყველა კუნჭული გაეხსნა. აღნიშნული პროცესი ხომ ორგანიზმს უნდა შეესრულებინა – მიაგნო მეგიმ პასუხს, ადამიანმა კი მზამზარეული მიაწოდა. ამ ფუნქციის შემსრულებელი ორგანოები კი გადაგვარდნენ, ატროფია განიცადეს, აღნიშნულს კი იმუნიტეტის დაქვეითება მოჰყვა. გარდა ამისა, შეწვა-მოხარშვის დროს ხომ ვიტამინები და ფერმეტები იშლება – დაუსვა წერტილი მეგიმ. ოჰოო! - მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა მზემ. მაშ, შენი აზრით, ადამიანმა საკვები არ უნდა შეწვას ან მოხარშოს? - ააფახუნა მზემ თვალები. არა! - იყო მეგის პასუხი. მერე? შენ რატომ არ იკვებები უმი საკვებით? - დაინტერესდა მზე. მეგის გაეღიმა. რაციონში დიდი რაოდენობით უმი საკვების შეტანას ვცდილობ, მაგრამ მთლიანად უმ კვებაზე გადასვლა არ მიცდია. რატომ? - თვალები კვლავ მოჭუტა მზემ. ვფიქრობ ძნელი იქნება. ამას ხომ ჯერ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება და დაბადებიდანვე ამ ჩვევების გამომუშავება. ძალიან კარგი – დამარცვლა თვისი ემოციები მზემ, ე.ი. შენ რომ ელ-ენერგია საერთოდ გამოგირთონ და არც გაზი მოგაწოდონ, შოკში არ ჩავარდები, თუ გეძვირა არც შეშის ძებნას დაიწყებ. არა – გაეღიმა მეგის. როგორ მოიქცევი? გადაიკისკისა მზემ, გაქვს ისეთი მაგარი კბილები, რომ უმი მცენარეები დაღეჭო? ბოსტნეულს გავატარებ ხორცსაკეპ მანქანაში და თხილით, ზეთით და ნოგოზით, სუნელებით შევკაზმავ. ხორცსაც ასე მიირთმევ უმად? აბა რა ვქნა თუ ცეცხლი არ მექნება? ოღონდ დაავადებული არ უნდა იყოს - ეღიმებოდა მეგის. მზე გულიანად კისკისებდა და წრეზე ტრიალებდა, მერე სული მოითქვა და მეგის ღიმილით უთხრა: - კარგი, დღეს ამით დავამთავროთ, მეტი დრო არ მაქვს, ახლა სხვა ქვეყანაში უნდა შევიარო და გავიგო, ვინ როგორ ფიქრობს. აბა ყოჩაღად იყავი! - დაემშვიდობა მზე და ცხელი სხივებით ლოყები აუწითლა.

- ეს ხალხი ღირსია თავისუფლების – მოესმა მეგის. ვის გადაულაპარკა მზემ? მეგის უკვე არ აინტერესებდა ვის, ფეხზე წამოხტა და სახლისკენ გაქანდა. თამრო! თამრო! - ეძახდა დას ხმამაღლა. თამრომ ფანჯარაში გამოიხედა. რა მოხდა? - ჰკითხა შეშფოთებულმა. წავედით! წავედით! სად? ვერ მიხვდა თამრო. საბანაოდ! მეგი სწრაფად შევარდა სახლში და საბანაო კოსტუმის ძებნაში ყველაფერი მიყარ-მოყარა. კარგი წავედით – დაბნეული ხმით დაეთანხმა თამრო, რომელსაც ძალიან უკვირდა მეგის ასე აჩქარება.

ცოტა ხანში მდინარისკენ მიმავალ ქალებს მზე თავისი სხივებით მიაცილებდა.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage