მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
1991 წლის 26 მაისი: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები

1991 წლის 26 მაისს, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტობის ექვსმა კანდიდატმა: ზვიად გამსახურიამ – წარადგინა საარჩევნო ბლოკმა მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო, ირაკლი შენგელაიამ – წარადგინეს „დას“–მა, ლიბერალურ–დემოკრატიულმა ეროვნულმა პარტიამ და ქრისტიან–დემოკრატიულმა კავშირმა, ჯემალ მიქელაძემ – წარადგინა საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ, ვალერიან ადვაძემ–წარადგინა საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირმა, თამაზ კვაჭანტირაძემ –წარადგინა საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირმა და ნოდარ ნათაძემ – წარადგინეს საქართველოს სახალხო ფრონტმა, ამომრჩეველთა ჯგუფმა და საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს ესწრებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, აშშ–დან, ავტრიიდან, დანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, სსრკ–დან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და გერმანიიდან.

არჩევნები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 83,11 % –მა. არჩევნებს ბოიკოტი ორმა აფხაზურმა ქალაქმა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა გამოუცხადა.

საარჩევნო ხმები შემდეგნაირად განაწილდა:

ზვიად გამსახურდია 86,26 %
ირაკლი შემგელაია 0,91 %
ჯემალ მიქელაძე 1,7 %
ვალერიან ადვაძე 8,15 %
თამაზ კვაჭანტირაძე 0,29 %
ნოდარ ნათაძე 1,22 %

ამრიგად, საქართველოს მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია აირჩია.


ფოტოზე: ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage