მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ცოტა რამ სოციალურ დარვინიზმზე

მე-19 საუკუნეში, დარვინის ევოლუციის თეორიის გამოჩენამ, მეცნიერული აზრის მრავალ სფეროში გადატრიალება მოახდინა. დარვინის ედეის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე თაყვანისმცემელი გახლდათ ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰერბერტ სპენსერი (1820–1903). სხვათა შორის, სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა "გადარჩებიან ყველაზე მორგებულ-შეგუებულები". ის იყო პირველი, რომელმაც ევოლუციის კანონების ადამიანთა საზოგადოებისთვის მიყენება სცადა. 

დარვინისტ-სპენსერისტებმა ეს იდეა აქციეს «სოციალური დარვინიზმის» თეორიად, რომლის თანახმადაც ადამიანთა საზოგადოების ევოლუცია ზუსტად ისევე ხდება, როგორც ევოლუცია ბუნებაში – თავაშვებული, შეუზღუდავი კონკურენციით და ყველაზე მორგებულთა გადარჩენით.  აქედან გამომდინარე, მე-19 საუკუნის დასასრულის საზოგადოებაში გამეფებული გააფთრებული კონკურენცია და აქედან წარმოქმნილი კოლოსალური სოციალური უთანასწორობა, ამ საზოგადოების ბუნებრივ მდგომარეობად ითვლებოდა; სოციალური რეფორმისა და პროფკავშირების იდეების საწინააღმდეგოდ, ეს წონადი არგუმენტი გახლდათ.

სინამდვილეში, სოციალური დარვინიზმი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპების ელემენტარულ არცოდნას ეფუძნებოდა. ბუნებაში მართლაც გადარჩებიან "ყველაზე მორგებულ-შეგუებულები", ან სულ მცირე, "ყველაზე შეგუებულთა"გენები.

მაგრამ დარვინის ბუნებრივ გადარჩევაში, შეგუებულობის მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმია. დარვინის თანახმად, გადარჩება ის, ვინც თავისი გენების უმეტესობას შემდეგ თაობას გადასცემს - სწორედ ისაა ყველაზე შეგუებული ინდივიდი. დარვინის თეორიის თანახმად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ინდივიდის მიერ დაგროვებული ფულის ოდენობას თუ მის ძალაუფლებას, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რამდენ შთამომავალს დარჩა მისი გენები. 


ფოტოზ
: ჟან-ლუი-ერნსტ მესონე, ლილანდ სტენფორდი, 1881, ზეთი ტილოზე, სტენფორდის მუზეუმი/აშშ

სოციალურ დარვინიზმზე საუბრისას, რკინიგზის მაგნატის - ლილანდ სტენფორდის  (1824–93) ისტორიას იხსენებენ ხოლმე. იგი გახლდათ ერთი საბაყლო დუქნის კლერკი, რომელიც ბოლოს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად გადაიქცა. სწორედ მან ჩაასო "ოქროს ყავარჯენი" პრომონტორი-პოინტში/იუტას შტატი და ამით დაასრულა ატლანტური სანაპიროს წყნარი ოკეანის სანაპიროსთან შემაერთებელი პირველი ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობა.სტენფორდმა დააარსა სახელგანთქმული უნივერსიტეტი, რომელიც ახლა მისი ერთადერთი, მოზარდობაში გარდაცვლილი შვილისთვის პატივის მისაგებად, მის სახელს ატარებს. თუ დავაკვირფებით უნივერსიტეტის ღერბს, დავინახავთ, რომ მას "ლილანდ სტენფორდ უმცროსის უნივერსიტეტი" აწერია.

სოციალური თვალსაზრისით, ლილანდ სტენფორდმა მიაღწია არაჩვეულებრივ სიმაღლეს, მან შეცვალა თავისი სამყაროს სახე, მაგრამ წარმატების დარვინისეული კრიტერიუმების თანახმად, მან საშინელი მარცხი განიცადა, იმიტომ, რომ მომავალ თაობებს ვერც ერთი გენი ვერ გადასცა. სოციალური დარვინიზმის წინააღმდეგ, ეს წონადი არგუმენტია. არის კიდევ ბევრი სხვა საბუთიც... 

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის/აშშ ფიზიკის პროფესორი ჯეიმს ტრეფილი
ენციკლოპედია «მეცნიერების ბუნება. მსოფლმხედველობის 200 კანონი»

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage