მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» მონაწილეთა კომუნიკე

1992 წლის 4-5 სექტემბერი
გროზნო
ჩეჩნეთის რესპუბლიკა

ჩვენ, მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» მონაწილენი, შეკრებილნი ძალისხმევისა და კავკასიის ხალხთა სახელმწიფოების გაერთიანების მიზნით, ქვემოთმოყვანილზე შევთანხმდით:

1. კავკასიის ხალხებს, სახელმწიფოებს, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციბსა და გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს მივმართოთ მოწოდებით, ყოველმხრივად დაგვეხმარონ «კავკასიური სახლის» შექმნაში, რომელშიც ყოველ ხალხს უზრუნველყოფილი ექნება უსაფრთხოება და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა.

2. მოვუწოდოთ ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ მხარეებს, კავკასიის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა საომარი მოქმედება და დაიწყონ სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.
«კავკასიური სახლი» მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს.

3. დაიგმოს სამხედრო გადატრიალება და შევარდნაძის მეთაურობით საქართველოს ე. წ. სახელმწიფო საბჭოს და რუსეთის ფედერაციის ხელძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებანი ქართველი და აფხაზი ხალხების წინაშე, ასევე უკანონო არჩევნების ჩატარების მცდელობა. მოთხოვნილ იქნას საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების დაუყოვნებლივი აღდგენა, აფხაზეთის ტერიტორიიდან სადამსჯელო ჯარების გამოყვანა.

4. კავკასიის ხალხთა წინაშე ჩადენილ დანაშაულთა გამოსაძიებლად შეიქმნას იურისტთა ჯგუფი.

5. სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს მოეთხოვოს, კავკასიის სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის, მატერიალური და სხვა ფასეულობების, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების სამართლიანად განაწილება.

6. მიემართოს რუს ხალხს თხოვნით, მხარი დაუჭიროს კავკასიის ხალხთა ლტოლვას ყველასთან მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად ცხოვრებისაკენ.

7. მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» მონაწილეთა მიერ, ყველა დაინტერესებული მხარის აუცილებელი მონაწილეობთ, შეიქმნას საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფები, დელეგაციების მიერ დაყენებული პრობლემების განსახილველად და მრგვალი მაგიდა «კავკასიური სახლის» დოკუმენტების მოსამზადებლად.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."