მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
დემოკრატიული ავტორიტარიზმები და ავტორიტარული დემოკრატიები XXI საუკუნეში
ზოგი ოპტიმისტური პროგნოზის თანახმად, ავტორიტარიზმი საკმაოდ მალე უნდა გაექრო დემოკრატიზაციის ტალღას, რომელიც როგორც ლათინურ, ისე არაბულ-მაჰმადიანურ სამყაროებს გადაუვლიდა. აღმოსავლეთ ევროპის «სახალხო დემოკრატიები», «გარდამავალი სისტემა», «გაქრობის გზაზე მდგარი, მომაკვდავი რეჟიმი», ან კიდევ «ნარჩენი კატეგორია», , ავტორიტარიზმი პოლიტიკოსებსაც და დამკვირვებლებსაც მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო მომაკვდავი სისტემა, წარსულის ერთგვარი პოლიტიკური ნარჩენი, რელიქვია ეგონათ. თუმცა, ავტორიტარიზმის საერთაშორისო ლეგიტიმურობის ასპარეზზე დამარცხებას, სახელმწიფოების შიგნით ყოველთვის გადამწყვეტი ცვლილებები არ გამოუწვევია. უნდა ვაღიაროთ, რომ ავტორიტარიზმი არ დამთავრებულა და ავტორიტარული რეჟიმები დღეს სტაბილიზებულ პოლიტიკურ სისტემებს წარმოადგენენ, რომლებიც ე.წ. ისტორიის დასასრულს შეეგუენ.

გამარჯვებულმა მოზეიმე გლობალიზაციამ დემოკრატიის ინსტიტუტები სოციალური დანაწევრების პროცესში ჩათრეული ინდივიდების ურთიერთობით შეცვალა და ამით მან ობიექტურად ხელი შეუწყო ავტორიტარიზმს. განვითარებადი ეკონომიკის ლიბერალიზაციას სულაც არ გამოუწვევია პოლიტიკურ სცენათა ლიბერალიზაცია, პირიქით, მან გააძლიერა ავტოკრატთა პერსონალური ძალაუფლება, «კლანების » ბატონობა ეროვნულ სიმდიდრეზე და საარჩევნო ყუთებით მანიპულაცია.

ფოტოზე: ფრანგული გამოცემა «დემოკრატიული ავტორიტარიზმები და ავტორიტარული დემოკრატიები XXI საუკუნეში»
ეკონომიკური ლიბერალიზმი და პოლიტიკური ავტორიტარიზმი სულ უფრო მეტად და მეტად მოქმედებენ ერთად. უარესი, ავტორიტარიზმი სავსებით მოულოდნელ ადგილებშიც გამოჩნდა - ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის პლურალისტურებად წოდებულ სისტემებში. მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო მონეტარული ფონდი და ახლა ევროკავშირი, ხოტბას ასხამენ ასე ვთქვათ კარგ, ოპტიმალურ მმართველობას (bonne gouvernance, good governance). ეს კი, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუძემდებელი პრინციპების დასასრულის ნიშანი არის.

ზეწოლის ჯგუფების, ეკონომიკური ლობების და ტრანსეროვნულ ხელისუფლებათა კონტრაქტული და მოლაპარაკებული ფორმების გაფეტიშება, კიდევ უფრო ასუსტებს და აძველებს ჩვენი კარგი ძველი დემოკრატიის წარმომადგენლობის მექანიზმებს. აქედან გამომდინარე, სწორი შეიძლება აღმოჩნდეს ფილოსოფოს რალფ დარენდორფის წინასწარმეტყველება, რომ XXI საუკუნე ავტორიტარიზმის საუკუნე იქნება.


ოლივიე დაბენი, ვანსან გისერი, ჟილ მასარდიე
«დემოკრატიული ავტორიტარიზმები და ავტორიტარული დემოკრატიები XXI საუკუნეში» - Autoritarismes démocratiques et démocraties autoritaires au XXIe siècle, ტომი VI, 2008 წლის ნოემბერი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage